ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება”

“ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანვშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ბერა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მას უამრავი ზარისთვის პასუხის გაცემა უწევს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, საჭიროდ ჩათვალა, რომ განცხადება გაეკეთებინა.

”დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან… მუდამ თქვენი ბერა P.S. გილოცავთ მამის დღეს”, – წერს ბერა ივანიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა.

“ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში.
ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში”- წერს გვარამია “ფეისბუქზე”.

იტვირთბა....