ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სომხეთიდან ბათუმის მიმართულებით 180 ადგილიანი მატარებელი იმოძრავებს

სომხეთიდან ბათუმის მიმართულებით  180 ადგილიანი მატარებელი იმოძრავებს და პირველ ოქტომბრამდე ყოველ დღე ივლის. ეს გადაწყვეტილება ტურისტულ სეზონზე სომხეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდის გამო მიიღეს.

მატარებელი ყოველდღიურად ივლის ერევნიდან ბათუმში და მგზავრობის ღირებულება კლასის მიხედვით განისაზღვრება. ბილეთის ფასი შვეიცარული ფრანკის ექვივალენტშია დადგენილი.

მოდერნიზებულ ვაგონში პლაცკარტის ღირებულება 37,80 ლარია, მოდერნიზებული კუპირებული კი, 64,44 ლარი ღირს.

1 ივლისიდან ბათუმი-თბილისის მიმართულებით, შტაბლერის ტიპის ორსართულიანი, ოთხი მატარებელი ივლის.

იტვირთბა....