აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და დოკუმენტი მიკერძოებულია. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ჰიქმეთ გაჯიევი ამბობს, რომ რეზოლუცია 20 წუთში მიიღეს და მას იურდიული ძალა ვერ ექნება.
რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტმა კენჭი გუშინ უყარა, ევროპარლამენტარები საქართველოს ურჩევენ, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც რამდენიმე წელია დევნილია საქართველოში კრიტიკულად იყო განწყობილი ალიევის ხელისუფლების მიმართ. 29 მაისს ის თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს საპყრობილეში აღმოჩნდა. მას წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.