ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე მიღებული რეზოლუცია საქართველოს პოზიციას ემთხვევა”

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ევოპარლამენტის მიერ გუშინ მიღებული რეზოლუცია, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ემთხვევა. მისი განცხადებით, გამოძიება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე რამდენიმე ასეული მოწმეა დაკითხული. წულუკიანია ამბობს, რომ საქართველოს მხარემ აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რათა გამოძიების მსვლელობისას მისი დაკითხვა მოხდეს.

“ძალიან კარგია, რომ ეს რეზოლუცია იმ ნაწილში, რასაც ქვია გამოძიება, ემთხვევა ჩვენი მთავრობის პოზიციას, ეს არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს სწრაფი ტემპით, რამდენიმე ასეული მოწმეა უკვე დაკითხული და როგორც ნახეთ, მივმართეთ აზერბაიჯანის შესაბამის ორგანოებს იმისთვის, რომ მთავარი მოწმის და ამ შემთხვევაში სავარაუდო დაზარალებულის, თავად ბატონი მუხთარლის დაკითხვა მოხდეს. ამიტომ, გამოძიებას წინ ვერაფერი დაუდგება, ის ჩატარდება. მთავარი არის, რომ თანამშრომლობა შედგეს ორ ქვეყანას შორის,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....