დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და მანაც სხვების მსგავსად ჯგუფი “ბირჟა მაფიის” დაკავებასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა. მისი აზრით, ბერას პოზიციას არავიზე ზეგავლენა არ მოუხდენია და მასზე წინ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
„არანაირი გავლენა ამ შემთხვევაში არ ყოფილა. თუ მაინცდამაინც გინდათ გავყვეთ ლოგიკურ თანამიმდევრობას, პრემიერ-მინისტრის განცხადება წინ უსწრებდა ყველა სხვა განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ბერა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მოქალაქე და მასაც ისევე აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია – ერთწინადადებიანი ან მრავალწინადადებიანი, როგორც ნებისმიერ სხვას აქვს ამის უფლება“, – განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება იმას, უნდა შეუჩერდეთ თუ არა პოლიციელებს უფლებამოსილება, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მათ მიერ პროკურატურაზე რაიმე გავლენის მოხდენის საფრთხე არ არსებობს.
ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დაკავებულ რეპერებს მხარდაჭერა გამოუცხადა. აქციის დასრულების შემდეგ მან ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჯგუფ “ბირჟა მაფიას” წვერებს ამხნევებს და ეუბნებათ, რომ მათ გვერდით არის. ბერა ფიქრობს, რომ ისინი თავისუფლები უნდა იყვნენ.
“თქვენთან ვარ ბიჭებო! #თავისუფლება”,-წერს ბერა ივანიშვილი.