დავით უსუფაშვილმა “მაესტროს” პირდაპირ ეთერში კონსტიტუციის მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრის ამ საკითხისისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის კეთილგონიერი ადამიანია ამ და ბევრ საკითხში და როცა საქმე ეხება ქვეყნის მომავალს, ეს არავინ არ უნდა გადავაყოლოთ არცერთ პერსონალურ ამბიციას. უსუფაშვილის განცხადებით, მას არ სმენია პრემიერ კვირიკაშვილის მოსაზრება არც ამ კონკრეტულ და არც რომელიმე კოსტიტუციურ თემაზე.
“სწორედ ის უნდა იყოს პირველი, ვინც საზოგადოებას, ქვეყანას, ერს მიუძღვება წინ. მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, სწორედ ამ სისტემით არჩეულმა ხლხმა უნდა განაგრძონ მერე ქვეყნის მართვა. პრემიერი-მინისტრი კი ამას დღეს ვერ ასრულებს კი არა, მემგონი რომ არ ასრულებს და ეს არასწორია რომ არ ასრულებს. იმიტომ რომ, თუნდაც ამ კონკრეტულ საკითხში, ის მაჟორიტარები ვისზეც მიუთითებენ, აბა ვისი შერჩეულია? ამიტომ აქ ყველაფერი ნათელია. ხელისუფლება დღეს სამწუხაროდ იმ გზასაა დამდგარი, რომელზე სიარულითაც შორს ვერ წავა ვერცერთი ხელისუფლება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.