ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

საშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ დავით ბერეჟიანს და ნიკიფორე კუტალაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ:

„ბრალი წაუყენეს გატაცების მუხლით. არავითარ გამოძალვაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. როგორც გამომძიებელმა თქვა, ოთხ დაკავებულს მხოლოდ გატაცებას ედავებიან. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ“, – განაცხადა ბერეჟიანის და კუტალაძის ადვოკატმა ფრიდონ ყუფარაძემ.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობა სავარაუდოდ ხვალ საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

იტვირთბა....