საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი შეინარჩუნოს.
“გამოძიება მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს მომავალშიც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.