ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სპორტი

“ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზაზა ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონობას ულოცავს:

“NBA-ს ქართველი ჩემპიონი ჰყავს! ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა თავის გუნდთან ერთად!
ზაზა ყოველთვის იყო და არის ბრძოლის, თავდადებისა და თავისი ქვეყნისადმი სიყვარულის სიმბოლო, ამიტომ, მისი გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოული გულშემატკივრის გამარჯვებაა. ის არის პროფესიონალი, რომელმაც მრავალმილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავის ახალ გუნდთან ერთად გააგრძელა.
ზაზა არის სიმბოლო, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი და გულშემატკივრის სიყვარული არის მთავარი! თავისი კარიერით და საქმიანობით ის შთააგონებს და სტიმულს აძლევს მომავალ თაობებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომ შეუძლებელი არაფერია და მათაც, ერთ დღეს, შესაძლოა, ოცნების გუნდის მაისურში გამოწყობილებს, ჩემპიონის მედალი გადაეცეთ.” -ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.
ცნობილი ქართველი კალათბურთელი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი “გოლდენ სტეიტში” გახდა. მისმა გუნდმა ოკლენდში, ფინალური სერიის მეხუთე მატჩში “კლივლენდ კავალიერსი” 129:120 დაამარცხა და სერია 4:1 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.

იტვირთბა....