რამდენიმე წუთის წინ, თურქეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ იზმირთან, ეგეოსის ზღვაში 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
earthquaketrack-ის ცნობით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლში და თურქეთის რამდენიმე ქალაქში, ასევე საბერძნეთში. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ჯერ არ ვრცელდება.