ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ის ბრალდებები რაც ხურციძის მიმართ არსებობს, საკამოდ სერიოზულია და მის პროფესიაში ბევრ შანსს ართმევს”: სანდერსი ხურციძეზე

ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის ამერიკაში დაკავების შემდეგ, მისი მეტოქე მსოფლიო კრივის ორგანიზაციის WBO-ს მოკრივე ბილი ჯო სანდერსი ჩემპიონატს გამოეთიშა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ    ხურციძის შემცვლელი ვერ მოიძებნა. სანდერსის განცხადებით, ის ბრალდებები რაც ხურციძის მიმართ არსებობს, საკამოდ სერიოზულია და მის პროფესიაში ბევრ შანსს ართმევს.

„მას პირადად არ ვიცნობ, მის შესახებ ის ინფორმაცია ვიცი, რაც სპორტულ სამყაროში ვრცელდებოდა. თუმცა რასახ მედიაში წერენ, მას სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული.  ჩემი აზრით, თუ მან მართლა ჩაიდინა მსგავსი რამ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ვიცი, რომ მას ბევრი ფანი ჰყავს და მისი რინგზე დაბრუნება სურთ, თუმცა ეს ასე მარტივი აღარ არის. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ძალიან გულგატეხილი ვარ, მაგრამ ეს კრივია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი”, – აღნიშნა მოკრივემ ამერიკულ მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს, Copper Box Arena-ზე ბრიტანელ ჩემპიონ ბილი ჯო სანდერსსა და WBO-ს ვერსიით დროებით მსოფლიო ჩემპიონ ავთანდილ ხურციძეს შორის ბრძოლა უნდა გამართულიყო, თუმცა ხურციძის დაკავების შემდეგ ორთაბრძოლა გადაიდო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხურციძის შემცვლელი ვერ მოიძებნა, რის გამოც სანდერსი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ის 15 ქართველთან ერთად ამერიკაში კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის დააკავეს. ხურციძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

იტვირთბა....