პორტალი Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ და პორტუგალის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს სუროგატი დედისგან ტყუპები გაუჩნდა.
ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. რონალდუს უკვე ჰყავს 6 წლის შვილი კრიშტიანუ-უმცროსი, რომელიც ასევე სუროგატი დედისგან გაჩნდა. ამჯამად 32 წლის ფეხბურთელის შეყვარებულია 22 წლის ესპანელი მოდელი ჯორჯინა როდრიგესი.
კრიშტიანუ 2015 წელს 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ რუს მოდელს ირინა შეიკს დაშორდა. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს. ამის შემდეგ პორტუგალიელ ფეხბურთელს ჰომოსექსუალობას აბრალებდნენ, თუმცა საბოლოოდ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.