ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერია დაეხმარება

ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერია დაეხმარება- ამის შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. მისი თქმით. გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად ზიანი ძირითადად გლდანის რაიონს მიადგა.თბილისის მერის თქმით, შექმნილია რაიონული გამგეობის თანამშრომლებისგან მოძრავი ჯგუფები, რომლებიც სტიქიისგან მიყენებული ზარალს ადგილზე სწავლობენ.

„ძირითადი ზიანი გლდანის რაიონს მიადგა, სადაც სეტყვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ჩვენ დაუყოვნებლივ შევქმენით რაიონული გამგეობის თანამშრომლებისგან მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას, რათა დავეხმაროთ მოსახლეობას.

მერია მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. მცირე მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც გაიწმინდა. ამ ეტაპზე შეფერხება არსად გვაქვს. მოძრაობა როგორც წყნეთი-ახალდაბის, ისე სხვა მონაკვეთებზე აღდგენილია. „თბილსერვისის“ თანამშრომლები მუშაობენ, რათა დღის ბოლომდე დასრულდეს ყველა უბნის გაწმენდა, სადაც ნაშალი მასალაა ჩამოტანილი. არსებითი შეფერხებები არ გვაქვს”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

იტვირთბა....