ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თქვენთან ვარ ბიჭებო!”: ბერა ივანიშვილი რეპერების დაკავებას ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დაკავებულ რეპერებს მხარდაჭერა გამოუცხადა. აქციის დასრულების შემდეგ მან ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჯგუფ “ბირჟა მაფიას” წვერებს ამხნევებს და ეუბნებათ, რომ მათ გვერდით არის. ბერა ფიქრობს, რომ ისინი თავისუფლები უნდა იყვნენ.
“თქვენთან ვარ ბიჭებო! #თავისუფლება”,-წერს ბერა ივანიშვილი.

რუსთაველის გამზირი რამდენიმე ხნით გადაკეტილი იყო. წვიმის მიუხედავად დაკავებული რეპერების მხარდამჭერი აქცია მაინც გაიმართა. ხალხის სიმრავლის გამო გზის გადაკეტვის მოთხოვნით აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მიმართეს.

აქციის მონაწილეები დაკავებული რეპერების გათავისუფლებას და იმ პოლიციელის დასჯას მოითხოვდნენ, რომლებმაც მათი თქმით, “ბირჟა მაფიის” წევრებს ნარკოტიკი ჩაუდეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია შსს-ს რეფორმა.
აქცია რუსთაველის მეტროსთან დაიწყო და მისი მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ.

,,ბირჟა მაფიის” წევრებს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ისინი რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა. მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად, რაც 8- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

არც ერთი დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს და მათ დაკავებას მუსიკალურ კლიპს უკავშირებს, სადაც პოლიციაა გაშარჟებული.

 

ბერა

იტვირთბა....