საკადრო წმენდა პატრიარქის პირადი დაცვის სამსახურში, -“მეტრონომს” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურა. მისი თქმით, პატრიარქის დაცის წევრების ნაწილის გათავისუფლება მოხდა.
შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას პატრიარქის დაცვის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა, რომელმაც პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზურაბ ბუჩუკური შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ბოლო თვეების განმავლობაში ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უკვე მეორე ხელმძღვანელია, რომელიც პოსტს აღარ იკავებს. პირველი სოსო ოხანაშვილი იყო, ილია მეორის ოჯახის წევრი, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ატეხილი ხმაურის შემდეგ დატოვა თანამდებობა.
ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლება კი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ილია მეორის “მოკვდინების” მცდელობაში დაადანაშაულა.