ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მიღებული არ აქვს“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანი დოლიძე აცხადებს, რომ მარგველაშვილს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მიღებული არ აქვს, შესაბამისად, ნებისმიერი ინსინუაციები, რომელიც მიმდინარეობს არასწორია. – ამის შესახებ  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დოლიძემ ყველას მოუწოდა, დოკუმენტის შინაარსზე გაემახვილებინათ ყურადღება და არა იმ დოკუმენტზე, რომელიც დარბაზში მყოფთა უმრავლესობას ნანახი არ აქვს, მათ შორის არც მას.

“მერჩივნა პირდაპირ მესაუბრა ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შინაარსზე და არ მქონოდა სამწუხარო ვალდებულება, რომ მიმეთითებინა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, უსაფუძვლო ბრალდებაზე პრეზიდენტის  მიმართ.

პრეზიდენტს ეს დოკუმენტი მიღებული არ აქვს. ნებისმიერი ინსინუაცია, რაც ახსენა პარლამენტის თავმჯდომარემ, საფუძველს მოკლებულია. არ მინდა ვინმემ იგრძნოს თავი, როგორც აგატა კრისტის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, სადაც ვიღაცა მოკვდა და ყველანი დავდივართ და ვეძებთ ვინ არის მკვლელი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის შინაარსის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, შინაარსზე წვდომა  მხოლოდ ორ სუბიექტს  პარლამენტის ხელმძღვანელობას და საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა. კობახიძის განცხადებით,  ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ინფორმაცია უმაღლეს დონეზე ჟონავს.

იტვირთბა....