ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მამის ინფორმაციით, მის შვილს უახლოეს 2 დღეში გაათავისუფლებენ. მას ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა აცნობეს.
მისი თქმით, ოჯახს აშშ-იდან და კრივის ფედერაციიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. დაკავებულის მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, ვინ არის ხურციძის ადვოკატი.
ოჯახი სპორტსმენის ბრალეულობას გამორიცხავს და იმედოვნებს, რომ მას აშშ-ში მცხოვრები ქართველები თავდებად დაუდგებიან და გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე აშშ-ში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალი რეკეტსა და თაღლითურ შეთანხმებაში მონაწილეობაში ედებათ. მათ შორის 13 ქართველია დაკავებული.