ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთვარ სამმართველოებს 4 რეგიონში ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთვარ სამმართველოებს 4 რეგიონში: აჭარაში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და შიდა ქართლში ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.

კერძოდ, შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს ლევან მაისურაძე, ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს კახაბერ ბუხრაძე, სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს ნიკოლოზ გადელია, ხოლო შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს მიხეილ კალაძე უხელმძღვანელებს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

იტვირთბა....