სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, აფხაზეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული პირების დაკავებას ეხმაურება. მაისაიას განცხადებით, დაიშის წევრების აფხაზეთში დაკავება, საქართველოს კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერორიზმის საფრთხეს ზრდის. მისი თქმით, აფხაზეთში სერიოზული დაჯგუფებები მოქმედებენ, რომლებსაც მხადამჭერებიც ჰყავთ.
“5 ადამიანის დაკავება სერიოზული გამოწვევაა, სადაც ხუთია იქ კიდევ ბევრი იქნება. მით უმეტეს, თუ საუბარი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ხალხზეა. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთი შავი ტრანზიტის მნიშვნელოვანი არეალია და დაიშის მებრძოლების გადასროლა, როგორც ცენტრალური, ასევე აღმსავლეთ აზიის მიმართულებით ხდება.
რა თქმა უნდა, ეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებისთვისაც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მათ შეუძლიათ გადმოვიდნენ და თავიაანთი საქმიანობა ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიტანონ”, – აღნიშნა მაისაიამ.
შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ტეროსისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” ქმედებებთან დაკავშირებული ტაჯიკეთის 5 მოქალაქე დააკავეს.
წყარო: „პირველი“