aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყელში ამოვიდა! მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ მოქმედება”:

aviabiletebi
ავიაბილეთები

“უმუშევართა კავშირის” თავმჯდომარე, თამარ იოვაშვილი კანონპროექტს ,,უსახლკაროთა შესახებ” ეხმიანება.

“7 თვის წინ, ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას მივაწოდე ჩვენი კანონპროექტი ,,უსახლკაროთა შესახებ” და ვთხოვე, დახმარება ამ კანონპროექტის ინიცირებაში. ასევე ვთქვი, რომ კიდევ ორი საკანონმდებლო ინიციატივა მზად გვაქვს და შეგვიძლია, ამ საკითხებზეც მუშაობა.
7 თვე თხოვნები, ლოდინი, საუბრები, დაპირებები… შედეგი ნული!
ყელში ამოვიდა! ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა დაკავებულია საარჩევნო თემებით და მანდატების გადანაწილების საკითხებით, ანუ იმით, რაც ხალხს ნაკლებათ აღელვებს. იმით, რაც აინტერესებთ მარტო პოლიტიკოსებს. იმით, რაც სარგებლობას მოუტანს პოლიტიკურ პარტიებს და არა ხალხს ან თუნდაც, ამ პარტიების წევრებს.
რაში მაინტერესებს რამდენი დეპუტატი ეყოლება ამა თუ იმ პარტიას მაშინ, როდესაც არც ერთი დეპუტატი არ ისმენს ხალხის ხმას? არ ინტერესდება, რა შეიძლება გაკეთდეს საკანონდებლო დონეზე იმისათვის, რომ ხალხმა შველა იგრძნოს!
მოკლედ! ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ მოქმედება! აღარ დაველოდებით არავის! ქალბატონები და ბატონები დაკავებულები არიან თავიანთი პრობლემებით, ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ ბრძოლას!
კანონი უსახლკაროთა შესახებ აუცილებლად იქნება მიღებული და საქართველოში ყველა მოქალაქეს ექნება ღირსეული საცხოვრისი” – ასეთ განცხადებას აკეთებს “უმუშევართა კავშირის” თავმჯდომარე, თამარ იოვაშვილი.

euronews.ge

 

იტვირთბა....