ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაში თარგმანის პრობლემებზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გარკვეული ტექნიკური ხარვეზებია.
“დასკვნაში არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. ეს არის 2-3 დღის საქმე, ამის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი ეს დოკუმენტი ფართო საზოგადოებისთვის. არის გარკვეული გაუგებრობები თარგმანთან დაკავშირებით”, – აცხადებს კობახიძე.
პარალელურად კობახიძე იმასაც ამბობს, რომ რეკომენდაციები შეესაბამება მმართველი გუნდის მიდგომას. მისი თქმით, დასკვნა თანხვედრაშია მათ ზოგად მიდგომასთან, ასევე ბონუსის ნაწილშიც.
“ბონუსთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ზოგადი კრიტიკული შენიშვნა ვერ იქნება. საუბარია იმაზე, რომ ბონუსი შეიძლება, გახდეს მკაფიოდ განსაზღვრული, დაწესდეს ზედა ზღვრები. ეს არის ჩვენი მიდგომა. მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის ის, რომ გარკვეული დოზით სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა, მეორე მხრივ, ბონუსმა, თეორიული ვარიანტები შეგვიძლია, განვიხილოთ, არ უნდა გამოიწვიოს ზედმეტად დიდი დაშორება თანასწორობის პრინციპიდან, ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს იქნება ასახული ვენეციის კომისიის დასკვნაში.
როგორც კი უფლებას მივიღებთ ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ ფართო წრეს გავუზიაროთ ეს დოკუმენტი, მაშინვე გახდება ბუნებრივია ფართო განხილვის საგანი. ჩვენ მივიღეთ ეს დოკუმენტი იმისთვის, რომ კომენტარები მივაწოდოთ ვენეციის კომისიას”, – აცახდებს ირაკლი კობახიძე.

 

იტვირთბა....