აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს, ნიუ იორკში, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება. ინფორმაცი ამის შესახებ ხურციძის მეგობარი მერაბ დვალიშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძეს იქამდე, სანამ ყველაფერი გაირკვევა, თავდებში ოთხი პირი სჭირდება.
”ახლა დამთავრდა ავთო ხურციძის სასამართლო პროცესი. ყველაფერი ნორმალურად და მშვიდად არის. სანამ ყველაფერი გაირკვევა, საჭიროა 4 ადამიანის თავდებში ჩადგომა. ეს 4 ადამიანი უნდა იყოს ლეგალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და კარგი სამსახურით. ხვალ 12:00 საათზე იქნება კიდევ სასამართლო და კარგი იქნება, თუ ვინმე სურვილის მქონე თავდებში ჩაუდგება ავთანდილ ხურციძეს. თვითონ დამნაშავედ თავს არ გრძნობს და სპორტსმენი ბიჭები არიან უდანაშაულოები”-აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.