ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპანტებმა კიდევ ორი საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ქერეს განაპირას მოხდა, რომელიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს.

თვითმხილველების თქმით, ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი ღვთისმშობლის ეკლესიაში იყვნენ წასული.

ორივე მათგანს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენებენ ბრალს. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

იტვირთბა....