ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა გვარამიას წასვლას ეხმიანება.
“მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება”. – ასეთ კომენტარს აკეთებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გვარამიას პოსტიდან წასვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პოსტი გუშინ დატოვა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, არხზე შექმნილი ფინანსური კრიზის გახდა.