ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ვინ დაიკავებს ნიკა გვარამიას ადგილს

მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია “რუსთავ 2″-ის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატურასთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამიას პოსტზე, მის ერთ-ერთ შემცვლელად ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია სახელდება. კობა ნაყოფია დეპუტატია, შესაბამისად,მას მოუწევს დეპუტატის მანდატის დატოვება. თუ ასე მართლაც მოხდა, მის ადგილს საარჩევნო სიაში 29 ნომერი ნინო კალანდაძე დაიკავებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრია.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ 2016 წლის პარლამენტში სულ 27 დეპუტატი შეიყვანა, თუმცა სანდრა რულოვსმა დატოვა დეპუტატის მანდატი და მისი ადგილი სიით 28-ემ გიორგი ღვინიაშვილმა დაიკავა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პოსტი გუშინ დატოვა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, არხზე შექმნილი ფინანსური კრიზის გახდა.

 

იტვირთბა....