„ლეიბორისტული“ პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდება და არ არის გამორიცხული, რომ მან თავის თანამოაზრეებთან ერთად, ახალი პარტიაც კი შექმნას.
მისი აზრით, ის სათავეში „ქართული ოცნების“ მიერ იმედგაცრუებულ ადამაინებს სათავეში ჩაუდგება, მათი მთავარი სლოგანი კი ქართული ეროვნული ღირებულებების დაცვა და ლიბერალიზმთან ბრძოლა იქნება.
„როგორც წესი, პოლიტიკური გუმანი არ მღალატობს. ჰოდა, ის პოლიტიკური გუმანი მეუბნება, დღეს-ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩნდება ქართულ ცხენზე (და არა რაშზე, რაშზე უკვე იჯდა) ამხედრებული, ,,ოცნების” იმედგაცრუებულ” აქტიურ აქტივისტებთან ერთად, რომელსაც თავის მხრივ, აქედან სანდრო ბრეგაძე ედგება სათავეში.
პარტიის, ან მოძრაობის ( უფრო მოძრაობას ვვარაუდობ) სლოგანი და შინაარსი ქართული, ეროვნული ღირებულებები და ლიბერალიზმთან ბრძოლა იქნება. სამშობლოს გრძელი სადღეგრძელოები, “ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო”, ,,ქართველობას გვართმევენ”, ”პლეხანოვი თურქებმა დაიპყრეს” ,,რას გვიშვება გარყვნილი ამერიკა და ევროპა” და ა.შ.
კვლავ აქტუალურია ამომრჩევლის არცთუ მცირე ნაწილში. ღარიბაშვილი ისედაც არ მიიჩნეოდა პროდასავლელ ლიდერად. გახმაურებული ამბებით, ის გარკვეულ არასამთავრობოებს და სახეებსაც აფინანსებდა, რომლებსაც ოპონენტებთან და პოლიტიკურ ოპოზციასთან საბრძოლველად იყენებდა და ეს ხალხი დღეს სწორედ პატრიოტულ-მამულიშვილური განცხადებებით და აქციებით პოპულარობენ.
სავარაუდდოდ ეს ახალი ძალა ადგილობრივ არჩევნებამდე გამოჩნდება. ღარიბაშვილი ტრიუმფით და ეროვნული დროშით შეეცდება ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებას, კვლავ ივანიშვილის მხარდაჭერით და დაფინანსებით. ამით ოლიგარქი რუსული კარტით კიდევ ერთხელ ჩამოვა ფსონს და ,,ქართული ოცნების” იმედგაცრუებულ ამ ტიპის ამომრჩეველს ისევ თავისკენ მიატრიალებს, ოღონდ ეროვნული მოძრაობის მუხტით…. ანუ ათინასასი არ იყოს, ისევ ისე, მაგრამ საპირისპიროდ… ჩემი პოლიტიკური გუმანით ქვეყანაში ირაკლი ღარიბაშვილის სუნი ტრიალებს, ბიძინა ივანიშვილის ჩრდილით“, -წერს ნინო მეტრეველი .