ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული რეკომენდაციები მმართველი გუნდის მიდგომებს შეესაბამება”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა ნამდვილად გადმოეგზავნა.

კობახიძე ამბობს, რომ  წინასწარი დოკუმენტის მიხედვით, ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული რეკომენდაციები მმართველი გუნდის მიდგომებს შეესაბამება.

კობახიძე დეტალებზე საუბრისას თავს იკავებს. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ე.წ. ბონუსის სისტემა შეიძლება მკაფიოდ განსაზღვრული გახდეს, მასთან დაკავშირებით ზედა ზღვრები დაწესდეს, რა მიდგომაც მმართველ გუნდს გააჩნია.

“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილი წინასწარი დოკუმენტი. არის მზადყოფნა რომ მისი გაცნობა სხვა სუბიექტებისთვისაც მოხდეს.  ჩვენ, ჩვენს კომენტარებს ვუგზავნით ვენეციის კომისიას წინასწარ დოკუმენტთან დაკავშირებით იმისათვის, რომ საბოლოოდ დაზუსტდეს – იქ არის გარკვეული ტექნიკური ტიპის ხარვეზები.

ეს არის ორი-სამი დღის საქმე. ამის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდება ოპოზიციური სუბიექტებისათვის. გამოთქმული რეკომენდაციები ჩვენს მიდგომას შეესაბამება, მათ შორის “ბონუსის“ ნაწილში. დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

 

იტვირთბა....