ახალი ამბები მთავარი სამართალი

აშშ-ში კრიმინალურ სინდიკატთან წევრობის ბრალებით 15 ქართველი დააკავეს

ნიუ-იორკში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, რომლებსაცრუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ ბარლი, მათ შორის 15 ქართველია. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება.

დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. მათ ბრალად ედებათ: ქურდობა, რეკეტი, მკვლელობა, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა და იარაღის უკანონოდ ტარება.

აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდნენ. მათი საქმიანობა უკანონო სატვირთო გადაზიდვებს და უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას მოიცავდა. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები ადგილობრივ ბიზნესმენებსაც ავიწროვებდნენ.

იტვირთბა....