თბილისში, დიღმის მცხოვრებლებს მთელი ღამის განმავლობაში ელექტოენერგია არ მიეწოდებოდათ. მაგსიტრალური მილსადენის დაზიანების გამო ქვესადგური “დიღომი 1” წყლით დაიტბორა.
კომპანია “თელასის” წარმომადგენლებმა დაახლოებით ღამის 2 საათზე 15 ათას აბონენტს ელექტრომომარაგება შეუწყვიტეს. ამ დროისთვის ელექტოენერგიის გარეშე დარჩენილი არიან დიდი დიღმისა და სოფელი დიღმის მოსახლეობა.
როგორც კომპანია “თელასში” აცხადებენ, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ტექნიკური სამსახურის უფროსის განცხადებით, აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება უკვე აღუდგა, დარჩენილ ნაწილს კი დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღუდგება. წყლის დაზიანებული მილსადენის გამო კი დღეს ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდის ზოგიერთი აბონენტი წყლის მიწოდების გარეშე დარჩება. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა საავადმყოფოებს და სხვა სასიცოხლო ობიექტებსაც.