ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის პარლამენტში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

შეიარაღებულმა კაცმა ირანის პარლამენტის შენობაში, მეოთხე სართულზე თავი აიფეთქა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ოთხი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა. პარლამენტში სროლის შედეგად დაცვის 1 თანამშრომელი გარდაიცვალა.

პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე თავდამსხმელი ორი პირი ირანის პოლიციამ დააკავა.

მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

იტვირთბა....