ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პატრიარქი შესაძლოა დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდეს

საპატრიარქოს პროტოპრესვიტერის გიორგი ზვიადაძის თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრას აპირებს. მისი განცხადებით, პატრიარქთან შეხვედრა დაკავებული დეკანოზის ოჯახმა მოითხოვა და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდება.

თუმცა ეს ადვოკატებთან ერთად მოხდება თუ არა ზვიადაძეს არ დაუზუსტებია. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს პატრიარქთან შეხვედრა ადვოკატებთან ერთად სურს, რადგანაც კითხვების გაჩენის შემთხვევაში, უწმინდეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.

“ინფორმაცია მაქვს, რომ უწმინდესი აპირებს შეხვდეს მამა გიორგის ოჯახს, თუმცა ზუსტი დრო არ არის ცნობილი. ასევე დაზუსტებით არ ვიცი, მათი შეხვედრა ადვოკატებთან ერთად მოხდება თუ არა“ – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

იტვირთბა....