ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა რეზო ხარაზმა და ელგუჯა ბაგრატიონმა გააპროტესტეს. ისინი სამართალდამცველებმა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
წინააღმდეგობის მიუხედავად, ხის ტრანსპორტირება ზღვამდე მაინც განხორციელდა. დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
ორ საათზე მეტ ხანს იყო შეფერხებული ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომელიც მახინჯაურში იყო გაჩერებული. ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით მიზეზი სავარაუდოდ, ასწლოვანი ხის გადატანაა. მისი თქმით მგზავრები შეფერხებას აპროტესტებედნენ.
მატარებლი რამდენიმე წუთის წინ დაიძრა. აჭარიდან გურიაში, დენდროლოგიურ პარში 20-მდე მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს.