ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსმა ოკუპანტებმა თბილისის მკვიდრი ჯუმბერ ბექაური გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა თბილისის მკვიდრი ჯუმბერ ბექაური გაიტაცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ის სოფელ არბოში ბიძასთან სტუმრად იყო ჩასული და სოფლის მახლობლად დააკავეს. დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, ბექაურის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბოლო ორ დღეში ეს გატაცების მეორე შემთხვევაა. გუშინ, ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ბერშუეთის მკვიდრი გაიტაცეს. 35 წლის მიხეილ ბიძინაშვილი სოფლის მახლობლად მდებარე საძოვარზე პირუტყვს მწყემსავდა. მისი ახლობლების ინფორმაციით, ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

იტვირთბა....