ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მორიგი ინციდენტი მშენებლობიდან: 36 წლის მამაკაცი ხარაჩოდან ჩამოვარდა

ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დროს, ხარაჩოდან 36 მამაკაცი გადმოვარდა.შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებული, აზერბაიჯანის მოქალაქეა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მას ამ წუთებში საოპერაციოდ ამზადებენ.
როგორც “გურიის მოამბეს” ადგილზე უთხრეს, შემთხვევის მიზეზი საყრდენი ფიცრის ჩატეხვა გახდა.
იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა  საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გვითხრეს, რომ დაზარალებული 50-წლამდე მამაკაცია. მას ქუსლის ძვლის არეში მრავლობითი სხვადასხვა სირთულის მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია: „მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და პაციენტს ვამზადებთ ოპერაცისათვის.“ შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მას კომპლექსი 21 ახორციელებს.
მუზეუმის შენობაში ფოლკლორის ცენტრი ნახევარ ფლიგელში განთავსდება.
მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოაბის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....