სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისელი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილის გარდაცვალებას მისი ოჯახი ადასტურებს. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა სირიაში ავიაიერიშებს
ორი კვირის წინ ემსხვერპლა, თუმცა მომხდარის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. მუხმადი სირიაში 19 წლის ასაკში წავიდა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ერაყსა და სირიაში მიმდინარე სხვადასხვა შეტაკებების შედეგად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ 24 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა.