ტელეკომპანია “იბერიასთან” საუბარში “ხალხის პარტიის” ყოფილი ლიდერი კობა დავითაშვილი დუმილს არღვევს. ის იხსენებს ძველ ამბებს და საუბრობს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.
ის თვლის, რომ დამნაშავე პირადად მიხეილ სააკაშვილია.
“ეს იყო პირადად სააკაშვილის გადაწყვეტილება და არ მჯერა რომ ეს გადაწყვეტილება ადეიშვილმა მიიღო. ყველაფრის ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილია” – ამბობს დავითაშვილი.
ამასთან, დავითაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს და იმასაც შეცდომად მიიჩნევს, საერთოდ რომ იყო.