ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„დიდი მსხვერპლია“: სროლა ფლორიდის შტატში

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში სროლა იყო.   Fox news-ის ცნობით, დღევანდელი სროლა კლუბი “პულსის” წლისთავს ემთხვევა. ღამის კლუბში 2016 წელს აშშ-ის მასობრივი სროლის ისტორიაში ყველაზე ბევრი – 49 ადამიანი დაიღუპა.

„შერიფის ოფისის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას მუშაობენ, სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის აყვანილი. დიდი მსხვერპლია. შერიფი დამატებით ინფორმაციას პირველივე შესაძლებლობისას გაავრცელებს“, – ნათქვამია ორანჯ-ქაუნთის შერიფის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

CNN-ის ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთ შენობაში მოხდა, სადაც ოფისები მდებარეობს.

2016 წლის 12 ივნისს, ეთნიკურად ავღანელი ომარ მატინი, ორლანდოში ღამის გეი-კლუბ Pulse-ს თავს დაესხა. ტერორისტმა გასასვლელები ჩაკეტა და შენობაში რამდენიმე მძევლთან ერთად დარჩა. რამდენიმე საათში, ეჭვმიტანილი ლიკვიდირებული იყო. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, მათ შორის ტერორისტი. 53 დაშავდა. ეს ტერაქტი, აშშ-ის მასობრივი სროლების ისტორიაში, ყველაზე მასშტაბურად ითვლება.

ტერაქტზე პაუსიხმგებლობა მაშინ ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმფწიფომ აიღო”.

იტვირთბა....