დავით ნარმანიას განცხადებით, კახი კალაძე მისი მეგობარია და ის თუ მერობის კანდიდატად დასახელდება, კალაძეს მისგან სრული მხარდაჭერა ექნება.
მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს ძალიან ბევრი თვალსაზრისით და ამ კონსულტაციების დასრულებისთანავე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები ცნობილი.
„საერთო გადაწყვეტილებები იქნება, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან მიმართებით“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის განცხადებით, კონსულტაციებში თავადაც ჩართულია.
შეგახსენებთ, რომ წუხელ სოფელ მუხრანში „ოცნების“ წევრების დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერი და პარლამენტის თავმჯომარეც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა გია ვოლსკმა განაცხადა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა მერის კანდიდატურა იყო და ეს დიდი ალბათობით კახი კალაძე იქნება.