ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვიღაც ალკოჰოლიკს დაარქვეს მიხეილ სააკაშვილი და პარტია შექმნეს”: სააკაშვილი კომენტარს აკეთებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2”-თან აცხადებს, რომ კიევის გარეუბანში მცხოვრებმა ალკოჰოლიკმა დაირქვა მისი სახელი და ოფიციალურად დაარეგისტრირა პარტია. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებისგან მოდის, რადგან არჩევნებში მის პარტიას ხმები წაართვან.

“ჩვენი პარტია ბოლო გამოკითხვებით ხვდება პარლამენტში, რაც ხელისუფლების მხრიდან გაღიზიანებას იწვევს.
ბოლო გამოკითხვებით ჩვენი პარტია ხვდება პარლამენტში. გააკეთეს კლასიკური უკრაინული სქემა. ვიღაც ადამიანს გადაარქვეს მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი მეორე მგონი საქართველოში არ არის და უკრაინაში რა უნდა. ვიღაც სუშკოვს, იპოვეს ეს ადამიანი და აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი ალკოჰოლიკია, სადღაც კიევის გარეუბანში ცხოვრობს. ის გახდა მიხეილ სააკაშვილი. ოღონდ დაარქვეს მიხაელო სააკაშვილი და პარტიას დაარქვეს მიხეილ სააკაშვილი. რაც კანონის დარღვევაა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....