aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც გუშინ როლან გაროსის 1/16 ფინალში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან დამარცხდა, სოციალურ ქსელში წერს:
„მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო რაფას დღევანდელი გამარჯვება და მომავალ თამაშებში წარმატებები ვუსურვო, ის ნამდვილად იმსახურებს როლანდ გაროსის მე-10 ტიტულს.

დღეს რთული შეხვედრა მქონდა. ჩემი მოლოდინი რა თქმა უნდა დიდი იყო, მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ ამის მიღწევა შემეძლო. რაფას თამაშის სტილმა არ მომცა შანსი მეთამაშა ჩემი თამაში. ამ შეხვედრამ კარგად დამანახა რაზე მაქვს გაცილებით მეტი სამუშაო, რომ განვითარდე. მე აუცილებლად მჭირდება ასეთი მატჩები ასეთ ტურნირებზე. ეს ანგარიში არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ სამომავლოდ დიდ მოტივაციას მაძლევს.

ასეთი შანსები, როგორიც რაფასთან როლანდ გაროსის ცენტრალურ კორტზე თამაშია, არ მოდის ადვილად, მაგრამ მე ეს გამოვიმუშავე და ეს მაჩვენებს, რომ სწორი განვითარებით მივდივარ. ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო.“- წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

იტვირთბა....