ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ედიშერ ქარჩავა: საპატრიარქოს შენიშვნას გავითვალისწინებ

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის მომავალში აუცილებლად გაითვალისწინებს იმ შენიშვნებს, რომელიც მისი მისამართით საპატრიარქომ გამოთქვა. მისივე განმარტებით,   ის თანამდებობას არ ტოვებს და მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივად აგრძელებს:

„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით მე შემიძლია ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ. მე ჩემი სათქმელი გითხარით. ჩემი მოვალეობის შესრულებას ჩვეულებივ ვაგრძელებ.“- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

შეგახსენებთ, რომ  საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება,  სადაც ნათქვამია, რომ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული და ამის გამო საპატრიარქოს იურისტს გაფრთხილება მიეცა.

იტვირთბა....