დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ ექვსი მაჰმადიანი ქვეყნისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის თაობაზე მოთხოვნა აღდგეს. – ამის შესახებ იუწყება Financial Times. გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლი ითხოვს, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის მეოთხე ოლქის სააპელაციო სასამართლომ განიხილოს, რომელმაც დონალდ ტრამპის განკარგულების აღდგენაზე უარი განაცხადა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის სარა ისჰურ ფლორესის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის განკარგულებები კანონიერია.
შეგახსენებთ, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება. საუბარია იმაზე, რომ 120 დღის განმავლობაში აშშ-ში იკრძალება ლტოლვილების მიღება. გარდა ამისა, 90 დღის განმავლობაში აშშ-ში აიკრძალა შვიდი ქვეყნის მოქალაქეების შეშვება, ქვეყნების, რომელთა მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმები არიან. განკარგულება ეხება ირანს, ერაყის, ლიბიას, სირიას, სომალის, სუდანსა და იემენის მოქალაქეებს.