ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“თუ ასე გაგრძელდა დიდი შანსია საქართველოს თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი გაუუქმონ”

“ნაცმოძრაობის” წევრი ნიკა რურუა თვლის, რომ შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუჩეროს. მან კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთანლის გაუჩინარების საქმეზე.

“ასეთი ტენდენცია თუ გაგრძელდა “ქართული ოცნების” პირობებში, რომელსაც სამ დღეში ერთხელ ახალი სკანდალი აქვს, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი უკანონო ქმედებებით დამძიმდეს საერთო სიტუაცია. მაშინ კი დიდი შანსია, რომ საქართველოს შეექმნას პრობლემა და თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი გაუუქმონ“,-განაცხადა ნიკა რურუამ.

შგახსენებთ, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. მოგვიანებით, ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი თავისი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.

იტვირთბა....