ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-ში მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

შსს-ში აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე იმყოფებიან უცხოელ დიპლომატები,  შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები – იოსებ გოგაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი – ჰაიკე რენატე ფეიჩი, შვედეთის სამეფოს ელჩი -მარტინა ქვიკი, იტალიის რესპუბლიკის ატაშე – მასიმო მოსონი, ლიტვის, უნგრეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების  საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იტვირთბა....