ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში ხანძრის შედეგად 70 წლამდე ქალი გარდაიცვალა

რუსთავში, ხანძრის შედეგად 70 წლამდე ქალი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, შეტყობინების შესვლიდან 5 წუთში ადგილზე გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც ნივთის  დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

იტვირთბა....