ახალი ამბები მთავარი სამართალი

აზერბაიჯანული მედია ორგანიზაციების სიას აქვეყნებს: “მუხთარლი ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა”

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც აზერბაიჯანული გამოცემა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროკურატურის ცნობით, მუხთარლი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

გარდა ამისა, აღნიშნული გამოცემა წერს, რომ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ელდარ სულთანოვის თქმით, დაკავებისას მუხთარლიმ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მესაზღვრეებმა უცხოურ ვალუტაში დიდი ოდენობის თანხა აღმოუჩინეს.

haqqin.az-ი წერს, რომ “ანტიაზერბაიჯანული იატაქვეშეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუხთარლი თბილისში მჭიდროდ თანამშრომლობდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მტრულად განწყობილ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI და სხვა”.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ორშაბათს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.

იტვირთბა....