ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი, ზურაბ ბუჩუკური, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა  განაცხადა, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბუჩუკური საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს და მუშაობას აღარც საქართველოს საპატრიარქოში გააგრძელებს, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებში დარჩება.

რატომ გაათავისუფლეს პოსტიდან ზურაბ ბუჩუკური და ვინ დაიცავს დღეიდან პატრიარქის უსაფრთხოებას, ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ახალი ხელმძღანელი ჯერ შერჩეული არ არის და დანიშვნა საქართველოს საპატრიარქოსთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მოხდება.

წყარო: რუსთავი2

იტვირთბა....