ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა სამართალი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტზე სახალხო დამცველი რეაგირებას მოითხოვს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტზე სასწრაფოდ უნდა მოახდინონ რეაგირება.
„ოჯახის წევრის განმარტებით, მისი ჟურნალისტური საქმიანობა მიმართული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებების გამოაშკარავებისაკენ. ამავე პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აფგან მუხთარლის უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით კი უკვე მიმართეს პოლიციას.
“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გატარდეს ყველა ზომა დანაშაულის დროულად აღსაკვეთად, ხოლო შემდეგ ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად და მათთვის ადეკვატური სასჯელის დასაკისრებლად. მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. საქართველოში მცხოვრებ უკლებლივ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისა და კანონიერი, სამართლიანი მოპყრობის განცდა. არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....