დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები და ოჯახის წევრები მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ადვოკატის განცხადებით, ჩაბუქი უდანაშაულოა და დაუშვებელია მისი თურქეთში ექსტრადირება.
“პირველ რიგში, გვინდა მივმართოთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის.
ეს პროცედურა აჩერებს ექსტრადიციას. ჩვენ ვფიქრობთ როგორ გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმი ამ შემთხვევაში. ეს მექანიზმი რომ იქნება გამოყენებული, ეჭვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა რა ეტაპზე გამოვიყენებთ, ამაზე მიმდინარეობს კონსულტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ ჩამოვყალიბდეთ ერთიან პოზიციაზე”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, საქართველოს სასამართლომ კი, მას ამ ეტაპზე წინა საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.