ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“სისტემა ერთ ღამეში ვერ შეიცვლება”: არასამთავრობოებმა პრეზენტაცია ჩაშალეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში, საიამ და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ პროტესტის ნიშნად არ წარადგინეს. ისინი საკმაოდ კრიტიკულად გამოვიდნენ, რის გამოც რეალურად პრეზენტაცია ჩაიშალა.

“სამოქალაქო სექტორი არ აპირებს მშვიდად საუბარს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ხარვეზებია, თუმცა რეფორმები მაინც ვითარდება” – ასეთი განცხადება გააკეთა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნა ნიშნავს იმას, თუ რას უჭერს მხარს სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ხელისუფლება. არასამთავრობოები პარლამენტში შეხვედრებს და რეფორმაზე მუშაობას ითხოვენ.

“ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევქმნათ სურათი თითქოს პროგრესი არის, მაგრამ გარკვეული ხარვეზები რჩება, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის და არ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მოსმენა იმ მესიჯის, რომელსაც უკვე არა ერთი დღეა და წლებია ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ სასამართლო სისტემა ერთ ღამეში ვერ შეიცვლება, რაც ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ რეფორმა დგას სწორ გზაზე და ეს არის მთავარი. რეფორმა არ დგას სწორ გზაზე, ეს არის ძალიან ცხადი და ნათელი და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც წლებია ახორციელებს რეფორმებს, მაგრამ მარტივ კითხვაზე რა შეცვალა რეფორმის ამ სამმა ტალღამ, პასუხი არის არაფერი,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იტვირთბა....